электронная
280
печатная A5
661
12+
Ⴇანამედროვე Ⴂერმანია

Бесплатный фрагмент - Ⴇანამედროვე Ⴂერმანია

Ⴊექსიკონი


Объем:
318 стр.
Возрастное ограничение:
12+
ISBN:
978-5-4490-1561-7
электронная
от 280
печатная A5
от 661




Ⴜინასიტყვაობა

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერ­მინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერ­მა­ნული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრა­ვალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვ­რება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერ­ძები და ა. შ. Ⴊექსიკონის დანართში მოცემულია საინტერესო და სა­სარ­გებ­ლო ცნობები Ⴂერმანიაზე: ქვეყნის ომისშემდგომი ის­ტორიის უმნიშვნელოვანესი თა­რიღები, მანძილი ქალაქებს შორის, დიდი ქალა­ქების მოსახლეობის რა­ო­დე­ნო­ბა, ცნობები ფედერალურ მხარეებზე და მრავალი სხვა. Ⴜიგნის ბოლოში მოცე­მუ­ლია ტერმინების ანბანური მაჩვენებელი, ილუსტ­რაციების და გამოყენებული ლი­ტე­რატურის ნუსხები.

Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემ­დეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და მე–19 საუკუნის მე­ორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც  .

Ⴊექსიკონი

A

Aachen (Ⴀახენი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატ­რანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლი­თონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786–798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936–1531 წწ.), მე–19–20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungs­museum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).

Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) — საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.

Aalen VfR («Ⴀალენ ႴႰ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.

ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავ­დაცვის ნაწილები) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

Abc-Schutze  პირველკლასელი.

Abendgymnasium (საღამოს გიმ­ნა­ზია) — სოზაგადსაგანმანათლებლო სკო­ლა, რომელიც იძლევა შე­საძ­ლებ­ლობას სამი–ექვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გიმნაზიო კურსის გამოცდების ჩა­ბა­რებას და უმაღლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩარიცხვის უფლების მო­პო­ვე­ბას.

Abendschule — საღამოს ზოგად­სა­გან­მანათლებლო სკოლა მომუშა­ვე­თათ­ვის.

Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პა­ლა­ტა) — Ⴁერლინის პარლამენტის სა­ხელ­წო­დება; ახორციელებს საკა­ნონ­მდებ­ლო ხელისუფლებას; ირჩე­ვენ ოთხი წლით.

Abitur — გამოსაშვები გამოცდები სა­შუალო სკოლაში, რომლის წარ­მა­ტე­ბული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სას­წავლებელში სწავლის გაგრძელე­ბის უფლებას.

Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) — სახ­ვი­თი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენ­გლად­ბ­ახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტ­ფალიის მხარე); შეიცავს ავან­გარ­დის მდიდარ კოლექციას.

Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქ­მედი) — პატარა ქალაქში მიწათ­მოქ­მედებით დასაქმებული მოქა­ლაქე.

ADAC («ႠႣეႠႺე») — Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.

ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋო­ტორ­ველტ») — Ⴑრულიად­გერ­მა­ნუ­ლი საავტომობილო კლუბის ჟურ­ნა­ლი.

Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») — 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუ­სელ­ჰაჲმში დაარსებული საკერი მან­ქა­ნე­ბის და ველოსიპედების წარ­მო­ების ფირმა; 1899 წლიდან — სა­ავ­ტო­მო­ბილო კონცერნი; 1929 წლი­დან ეკუ­თვნის ამერიკულ კორ­პო­რა­ცია «Ⴟე­ნერალ მოტორსს».

Adenauer Konrad (Ⴀდენაუერი Ⴉონ­რად, 1876–1967 წწ.) — Ⴂერმანიის ფედერალური კანცლერი 1949–1963 წწ.; 1946–1966 წწ. — ႵႣႩ თავ­ჯდო­მარე; მის სახელთანაა დაკავ­შირე­ბუ­ლი ქვეყნის ეკონომიური აღორ­ძი­ნე­ბა Ⴋეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

Adenauer-Ära («Ⴀდენაუერის ერა») — Ⴂერმანიის ისტორიის პერიოდი (1949–1963 წწ.), როდესაც მთავ­რო­ბის სათავეში იდგა Ⴉონრად Ⴀდე­ნა­უ­ე­რი.

Adidas AG («ႠႣႨႣႠႱ ႠႢ») (ფირმის და­მაარსებელის სახელიდან Adi Dassler) — 1920 წ. დაარსებული სამ­რეწველო კომპანია, რომელიც უშ­ვებს სპორტულ ტანსაცმელს, ფეხ­საც­მელს, ინვენტარს; აქვს 8 სა­წარ­მო Ⴂერ­მანიაში და 25 ფირმა მსოფ­ლი­ოს სხვადავხსა ქვეყანაში.

Adler («Ⴀდლერ») — საბეჭდი მან­ქა­ნის მარკა, რომელიც გამოდიოდა ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.

Adler-Werke («Ⴀდლერ-ვერკე») — საბეჭდი მანქანების ქარხანა, და­არ­სებული 1880 წ. ქ. Ⴋაჲნის Ⴔრან­კ­ფურ­ტ­ში; 90–ან წლებში შეუერთდა ფირმა Triumph–ს.

Admiral (ადმირალი) — უმაღლესი წო­დება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛა­ლებ­ში.

Admiralapotheker (ადმირალ–ფარ­მაცეფტი) — ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო–სანიტა­რულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლო­ტილიის ადმირალის წოდებას.

Admiralarzt (ადმირალ–ექიმი) — ად­მირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამე­დიცინო–სანიტარულ Ⴑამ­სა­ხურ­ში; შე­ესაბამება ფლოტილიის ადმი­რა­ლის წოდებას.

Admiraloberstabsarzt (ადმირალ–უფ­როსი შტაბს–ექიმი) — ადმირალის წო­დება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო–სა­ნიტარულ Ⴑამსახურში; შე­ესა­ბა­მე­ბა ვიცე–ადმირალის წოდებას.

Admiralstabsarzt (ადმირალ–შტაბს–ექი­მი) — ადმირალის წოდება Ⴁუნ­დეს­ვერის Ⴑამედიცინო–სანიტა­რულ Ⴑამ­სახურში; შეესაბამება კონტრ–ად­მი­რალის წოდებას.

ADN (სააგენტო ႠႣႬ) — იხ. Allge­mei­ner Deutscher Nachrichten­dienst.

Advent (ადვენტი) — საშობაო დღე­სას­წა­ულის წინა დრო, რომელიც იწ­ყება 26 ნოემბრის შემდეგ პირველ კვირას და გრძელდება 4 კვირა Ⴘო­ბამ­დე; დღე­სასწაულის მო­ახ­ლო­ვე­ბი­სას ადვენტის ყოველი შემდეგი კვი­რის მნიშ­ვნელობა და ფასეულობა იზ­რ­დე­ბა.

Adventkranz (წინასაშობაო გვირ­გ­ვი­ნი) — გვირგვინი ნაძვის ხის ტო­ტე­ბის­გან ოთხი სანთლით, რომელსაც დგა­ვენ მაგიდაზე ან ჰკიდებენ სახ­ლის შე­სასვლელს ზემოთ.

Adventskalender — წინასაშობაო სა­ბავ­შვო კალენდარი, რომელზედაც ყო­ველ დღე, დაწყებული 1 დე­კემ­ბ­რი­დან, იხს­ნება თითო სარკმელი; ღია სარ­კ­მელ­ში ბავშვი ხედავს საჩუქარს, რომ­ლის მიღებაც მას სურს.

AEG (ႠႤႢ)  იხ. Allgemeine Elekt­ri­citäts-Gesellschaft.

AEG-Telefunken («ႠႤႢ–Ⴒე­ლე­ფუნ­კენი») — იხ. Allgemeine Elektri­ci­täts-Gesellschaft АEG-Тelefunken.

AGF — იხ. Arbeitsgemeinschaft der Groß­forschungseinrichtungen.

Agfa / AGFA («Ⴀგფა» / «ႠႢႴႠ») — იხ. Aktiengesellschaft für Anilin-produ­ktion.

Agfa AG («Ⴀგფა ႠႢ») — 1956 წ. ქ. Ⴊე­ვერკუზენში დაარსებული ფოტო– და კინომასალების წარმოების უდი­დე­სი ფირმა; 1964 წელს გაერ­თი­ან­და ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტ» -თან.

Agfa-Gevaert AG («Ⴀგფა–Ⴂეფერტ ႠႢ») — ფოტო– და კინომასალების წარ­მოების გერმანულ–ბელგიური კონ­ცერნი; წარმოიშვა 1964 წ. გერ­მა­ნულ ფირმა «Ⴀგფა ႠႢ» და ბელ­გი­ურ კონ­ცერნ « Ⴂეფერტის» გაერთი­ა­ნების შე­დეგად.

Ahlen LR («Ⴀლენ ႪႰ») — Ⴁუნ­დეს­ლი­გის მეორე დივიზიონის საფეხ­ბურთო კლუბი.

Aim — მთის ალპიური საძოვარი.

Akademiker — უმაღლესი საუნი­ვერ­სიტეტო განათლების მქონე ადა­მი­ანი.

Akademischer Beifall (აკადემიური ტა­შის დაკვრა) — სდუდენტების მიერ მოხ­რილი თითებით მაგიდაზე კაკუნი ლექ­ციის, პროფესორის გამოსვლის ან მეცნიერული მოხსენების მოწონე­ბის ნიშნად.

Aktiengesellschaft für Anilinpro-duktion (Agfa) («Ⴀქციონგეზელ­შაფტ ფიჲრ ანილინპროდუქციონ» («Ⴀგფა») — 1883 წ. დაარსებული ანი­ლინის პროდუქციის წარმოების აქ­ციონერული საზოგადოება; 1925–1945 წწ. «ႨႢ Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» –ს შემადგენლობაში; 1956 წ. და­არს­და ხელახლად სახელწოდებით «Ⴀგფა ႠႢ».

Aktivisten der ersten Stunde («პირ­ველი საათის აქტივისტები») — Ⴂერ­მანიის ოკუპაციის საბჭოთა ზონა­ში ნაცისტური რეჟიმის შე­დე­გე­ბის აღმოფხვრის და ნორ­მალური ცხოვ­რების აღდგენის ინიციატორები ომის დამთავრების შემდეგ პირველ დღე­ებ­ში.

Albertinum (Ⴀლბერტინუმი) — მუზე­უმი ქ. Ⴃრეზდენში, რომელიც ატა­რებს მი­სი დამაარსებლის, Ⴑაქ­სო­ნი­ის მეფის Ⴀლბერტ Ⴑაქსონელის სა­ხელს; მუზეუმის შენობა აგებულია 1884–1887 წწ.; Ⴀხალი ოსტატების გა­ლე­რე­აში წარმოდგენილია 19–20 სს. ფერ­წე­რა.

Alemannia Aachen TSV («Ⴀლემანია Ⴀა­ხენ ႲႱႴ») — Ⴁუნდესლიგის მეორე დი­ვიზიონის საფეხბურთო კლუბი.

Alex m (Ⴀლექსი) — Ⴁერლინის მოედ­ნის Ⴀლექსანდერპლატცის ზოგად­სახ­მა­რი სახელ­წო­დე­ბა.

Alexanderplatz, სალ. Alex (Ⴀლექ­სანდერპლატცი, Ⴀლექსი) — მოე­დანი Ⴁერლინის ცენტრში, რო­მელ­მაც მიიღო თავისი სახელწოდება 1805 წ. Ⴐუსეთის იმპერატოს Ⴀლექ­სან­დრე I Ⴁერლინში ვიზიტის შე­დე­გად.

Alexander-von-Humboldt-Stif­tung (Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმ­ბო­ლ­დ­ტის ფონ­დი) — ფონდი, შექმნილი Ⴂერ­მა­ნი­აში უცხოელი მეცნიერების და გერ­მანელების საზღვარგარეთ ყოფ­ნის ორგანიზაციის მიზნით, და­ფი­ნან­სე­ბული «Ⴂერმანული მეც­ნიერების ფონ­დების დამაარ­სებ­ლების კავ­ში­რის» მიერ; სახელ­დებულია ბუ­ნე­ბის­მეტ­ყ­ველ Ⴀლექ­სანდერ ფონ Ⴠუმ­ბოლ­დ­ტის სახე­ლით.

Aller (Ⴀლერი) — მდინარე Ⴂერმანი­აში, მდინარე Ⴅეზერის მარჯვენა შე­ნა­კადი.

Allerheiligen (Ⴗოვლადწმინდის Ⴃღე) — კათოლიკური დღესასწაუ­ლი, Ⴜინაპრების ხსოვნის დღე; 1 ნო­ემბერი.

Allerseelen (Ⴗოვლადსულის Ⴃღე) — კათოლიკური დღესასწაული, Ⴂარ­დაცვლილების ხსოვნის დღე; 2 ან 3 ნოემბერი, თუ 2 ნოემბერი კვირა დღეა.

Allgäu (Ⴀლგოჲ) — მხარე Ⴁავარიის Ⴀლ­პებში Ⴁოდენის ტბის და მდინარე Ⴆეხს შორის; განვითარებულია სარ­ძევე მეურნეობა, საფეიქრო მრეწ­ვე­ლობა, ტურიზმი; ქალაქები Ⴈმენ­შტად­ტი, Ⴍბერსდორფი (სამთო­კლი­მა­ტუ­რი კურორტი), Ⴆონტჰოფენი.

Allgäuer Alpen (Ⴀლგოჲს Ⴀლპები) — მთები Ⴂერმანიასა და Ⴀვსტრიაში.

Allgemeine Elektricitäts-Gesel­lschaft (AEG) («Ⴀლგემაჲნე ელექ­ტრიციტეტს-გეზელშაფტ» / «Ⴄლექტ­რობის საყოველთაო საზოგადოება» (ႠႤႢ) — ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი, და­არსებული 1883 წ. Ⴁერლინში Ⴄმილ Ⴐატენაუს მიერ.

Allgemeine Elektricitäts-Gesell-schaft AEG-Telefunken («Ⴀლ­გე­მაჲ­ნე ელექ­ტრიციტეტს-გეზელშაფტ ႠႤႢ-Ⴒელეფუნკენ») — ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი (Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტი); შექმნილია 1968 წ. კონცერნების «ႠႤႢ» და «Ⴒელეფუნკენ ႢმბჀ» შე­ერთების შედეგად.

Allgemeine Nahrungs- und Genuß­mittelausstellung (ANUGA) (Ⴑამრეწველო საქონლის და გე­მოვ­ნე­ბის მრეწველობის ნაწარმის სა­ზო­გა­დო გამოფენა (ႠႬႳႢႠ) — ყოველ­წ­ლიური საერთაშორისო გამოფენა Ⴉჲოლნში.

Allgemeiner Deutscher Nach­rich­tendienst (ADN) (Ⴀლგემაჲნერ დოჲჩერ ნახრიხტენდინსტ (ႠႣႬ) — 1946 წ. Ⴀღმოსავლეთ Ⴁერლინში შექმნილი საინფორმაციო სააგენტო; 1990 წ. Ⴂერმანიის გა­ერთიანების შემდეგ მას შეუერთდა ႢႴႰ «Ⴃოჲ­ჩერ დეპეშენ–დინსტ».

Allgemeiner Studentenausschuss (ASTA) (საერთო სტუდენტური კომიტეტი) — Ⴂერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმართველობის აღმასრულებე­ლი ორგანო.

Alliierter Kontrollrat für Deutsch­land (Ⴑაკონტროლო საბ­ჭო Ⴂერ­მანიაში) — უმაღლესი საკონ­ტროლო ორგანო Ⴂერმანიისს საოკუ­პაციო ზონებში მის უპირობო კაპი­ტუ­ლჲაციის შემდეგ; შექმნილია Ⴁერ­ლინში Ⴢალტის კონფერენციის გა­დაწყვეტილების თანახმად; შეწყვიტა მოქმედება 1948 წ. 20 მარტს.

Allianz Arena (Ⴀლიანც–Ⴀრენა) — სა­ფეხბურთო კლუბ «Ⴁაჲერნ Ⴋჲუნ­ხენის» სტადიონი. Ⴀშენებულია 2008 წ.

Alpen (Ⴀლპები) — სამთო სისტემა Ⴃასავლეთ Ⴄვროპაში (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია, Ⴈტალია).

Alpenvortand (Ⴀლპებისწინი)  ქე­დე­ბი, რომლებიც გარს ერტყმის Ⴀლ­პე­ბის მთის მასივებს (Ⴘვეჲცარია, Ⴀვ­სტრია, Ⴂერმანია).

Alpha-Jet («Ⴀლფა–ჯეტი») — ბუნ­დეს­ვერის შეიარაღებაში მყოფი ტაქ­ტი­კური მხარდაჭერის თვითმფრინა­ვის სახელწოდება; საავიაციო კონ­ცერნ «Ⴃორნჲე ႢმბჀ» –ს წარმოება.

Alte Fritz (Ⴁებერი Ⴔრიცი) — Ⴎრუსი­ის მეფის Ⴔრიდრიხ II მეტსახელი.

Alte Mainbrucke (Ⴛველი ხიდი Ⴋაჲ­ნზე) — ქ. Ⴅჲურცბურგის ერთერთი ყველაზე ძველი ხიდი, რომელიც აერ­თებს ციხესიმაგრეს ქალაქის ცანტ­რ­თან; აშენებულია 8 ს., თანამედროვე სახე კი მიიღო 18–19 სს.; ხიდის გას­წვრივ დგას წმინდანების ქანდაკებე­ბი ბაროკოს სტილში.

Altenburg (Ⴀლტენბურგი) — ქალა­ქი Ⴒჲურინგიაში; 48 ათასი მაცხოვ­რებელი; ცნობილია სათამაშო კარ­ტების წარმოებით და მათი Ⴋუზეუ­მით.

Alte Ореr («Ⴛველი ოპერა») — თეატ­რი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; შენობა ნეორენესანსის სტილში; ამჟამად მასში ტარდება კონგრესები.

Alte Pinakothek (Ⴛველი Ⴎინაკოთე­კა) — მხატვრული მუზეუმი Ⴋჲუნხენ­ში; შე­ნობა ვენეციური რენესანსის სტი­ლში აშენებულია არქიტექტორ Ⴊეო ფონ Ⴉლენცის პროექტით; მასში ინახე­ბა 1400 მხატვრის 9000 სუ­რა­თი, შაქმნილი მე–18 სა­უ­კუ­ნემ­დე; მათ შო­რის არის Ⴊეონარდო და Ⴅინჩის «Ⴋა­დონა ჩვილით», Ⴀლბ­რეხტ Ⴀლტ­დორ­ფერის «Ⴀლექსანდრე Ⴋა­კე­დო­ნე­ლის ბრძოლა Ⴃარიოს­თან», იტა­ლი­ე­ლი ოსტატების ტი­ლო­ები.

Alter Gottfried (ბებერი Ⴂოტ­ფ­რი­დი) — ხალათი ან სახლის კაბა სტუ­დენ­ტურ ჟარგონზე.

Altes Museum (Ⴛველი მუზეუმი) — შენობა Ⴁერლინში «Ⴋუზეუმების კუნ­ძულზე» (Museumsinsel), აშე­ნე­ბუ­ლი 1825–1830 წწ. არქიტექტორ Ⴉ. Ⴔ. Ⴘინკელის პროექტით და აღდ­გე­ნილი 1966 წ.; მასში გან­თავ­სე­ბუ­ლია Ⴄროვ­ნუ­ლი გალერეა.

Altes Rathaus («Ⴀლტეს Ⴐატჰაუ­სი») — ძველი რატუშა, ქ. Ⴊაჲფციგის ხუ­როთმოძღვრების ძეგლი.

Altes Residenztheater («Ⴀლტეს რე­ზი­დენცტეატერ») — თეატრი Ⴋჲუნ­ხენ­ში სხვადასხვაგვარი რეპერტუა­რით; მასში იმართება კამერული მუ­სი­კის კონცერტები.

Altmark (Ⴀლტმარკი) — გეოგრაფიუ­ლი წერტილი Ⴑაქსონია–Ⴀნჰალტის მხა­რეში.

Altstadt (ალტშტადტი) — ქალაქის ძვე­ლი ნაწილის სახელწოდება.

Altstadthofbühne («Ⴀლტშტადტ­ჰოფ­ბჲუ­ნე») — თეატრი Ⴌჲურნ­ბერ­გ­ში სხვა­დასხვაგვარი პროგპრამებით: კა­ბა­რე და კომედია, პანთომიმა და როკ მუსიკის კონცერტები.

Ami m («ამი») — ამერიკელების ხუმ­რო­ბით–უპატივცემულო სახელწო­დე­ბა მეორე მსოფლიო ომის და მას შემ­დეგ პერიოდში.

Amiga-Platte (ფირფიტა «Ⴀმიგა») — სე­რიიდან «საესტრადო მუსიკა» ყო­ფილ ႢႣႰში.

Бесплатный фрагмент закончился.
Купите книгу, чтобы продолжить чтение.
электронная
от 280
печатная A5
от 661