электронная
252
печатная A5
886
12+
Ⴕართული ლექსიკონი

Бесплатный фрагмент - Ⴕართული ლექსიკონი

Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის — Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Объем:
698 стр.
Возрастное ограничение:
12+
ISBN:
978-5-4490-2045-1
электронная
от 252
печатная A5
от 886

Ⴜინასიტყვაობა

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის «Ⴕართული ლექსიკონი» შედგენილია 1812—1825 წწ. Ⴂამოიცა ბეჭდური სახით კი მხოლოდ ერთხელ 1961 წელს.

Ⴜინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის ადაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამო­ღებულია შე­მოკ­ლებანი, ცი­ტი­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი, უცხოური (ბერძნული, თურ­ქუ­ლი, სპარ­სუ­ლი, სომ­ხუ­რი) სიტ­ყვები, სი­ტ­ყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴑიტყვები, რომლებიც იწყება ხელოვნურად გამოგონილ და ქარ­თულ ან­ბანში არ არ­სე­ბულ ასოთი (), გადატანილია შე­სა­ფერის თავ­ში:  — -ში.

Ⴀსეთი წმენდის შედეგად გამოვიდა თანამედროვე და ად­ვი­ლად სა­კით­ხა­ვი ტექ­ს­ტი. Ⴎირველი შეხედვით ძნელი და­სა­ჯე­რე­ბე­ლიც კია, რომ ეს ლექ­სი­კონი შედ­გე­ნი­ლია ორასი წლის წინ.

Ⴀმ გამოცემის მთავარი თავისებურება კი მდგომარებს იმაში, რომ ტექს­ტი აწ­ყო­ბილია ასო­მთავრულით. Ⴀსომთავრულები ნახმარია ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი და­ნიშ­ნულებით, ე. ი., მა­თი იწყება ახალი წი­ნა­და­ბების პირველი სიტ­ყ­ვა და აგ­რეთ­ვე პირადი და საკუთარი სა­ხე­ლე­ბი. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ფართოდ იყო ხმარებაში ქარ­თუ­ლშიც მე–19 ს. მეორე ნახევრამდე.

1866 წელს დაარსებულმა გაზეთმა «Ⴃროებამ» განიზრახა გა­ეტა­რებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგ­რამ, მთა­ვ­რუ­ლე­ბად გამოიყენეს ოთხხაზოვანი მხედრული ასო­ე­ბის­გან ხელოვნურად შექმნი­ლი ორხაზოვანი ასოები. Ⴘედეგად, მხედ­რულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებ­რივი, დამახინჯებული სახე.

«Ⴃროების» ამ აქტმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ამ ახლად გაკეთე­ბული ასოების ხმარება სათაურებში და ტიტულებში კი იყო შესაძლებელი, მაგ­რამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთ­ხ­ხა­ზო­ვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴋხედ­რული ასო­ების 45%-ს კი წარმოადგენენ სწო­რედ ზედატანის ასო­ები.

Ⴄ. ი., ორ­თოგ­რა­ფიული მიზანი ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი, და ამ ახლად გა­კე­თე­ბულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშ­ვი­ა­თად მხოლოდ სათა­უ­რებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გა­უა­ზ­რე­ბელი ექს­პერიმენტების შე­და­გად და­ი­ნერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რო­მელიც მე–20 სა­უ­კუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წე­სად ქარ­თული წე­რი­სათ­ვის.

Ⴜინამდებარე წიგნის მთავრული ასოებით გამართვა ისახავს მიზნად ასომთავრულის სილამაზის წარმოჩენას და იმ დავიწყებული მშვენიერი წე­სის აღდგენას, რომლითაც ვსარგებლობდით მე-19 ს. 60-ან წლებამდე.

Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ყოველდღიურად ვიხმაროთ ეს ასოები მხედრულთან ერთად ისევე, როგორც ეს იყო ჩვენში წინა საუკუნეებში, და როგორც ეს არის დღეს ბერძნულ–ლათინურ სამყაროში.

Ⴀსომთავრულის ხმარება ქართულ წერაში მკვეთრად გააუმჯობესებს და­ბეჭდილი ტექსტის ხარისხს და მისცემს მძლავრ ბიძგს Ⴑაქართველოს ცხოვრების ყველა მხარის განვითარებას. Ⴕართული ნაბეჭდი ტექსტი კი თავის მოქნილობით და სრულყოფილობით გაუსწორდება ლათინურ ტექსტს.

Ⴕართული ლექსიკონი

 — არს ხმოვანი ასო, და­დე­ბუ­ლი თა­ვად ყოველთა ენა­თა ანბანსა შინა. Ⴕარ­თუ­ლად ასოსა ამას ზედა ქა­რაგ­მი­ანნი ლექსნი არიან ესე­ნი: ა~დ — არა­მედ; ა~ნ  ამინ.

Ⴀმას ასოსა ზედა არიან ორ­ნი მარ­ც­ვალ­ნი ზე­დ­და­დე­ბულნი ზმნათანი: აღ, აღ­მო; მდაბიურად: , ამო. Ⴅი­თარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღ­მოვსწერ. Ⴂინა: ავალ, ამოვალ; ავ­­წერ, ამოვსწერ, არამედ სა­ხელ­ზმნათა შინა უკეთუ იპოვ­ნე­ბის სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრუ­ლი­ად დაიტევების. Ⴋა­გალი­თად: აღე­ბა (აღვიღებ), აღელვება (აღ­ვა­ღე­ლვებ), ამაღლება (აღ­ვა­მაღ­ლებ) და არა აღღება, აღ­ღელ­ვე­ბა, ანუ აღ­მაღლება და სხ. Ⴉუ­ა­ლად ით­ქ­მის: აექჳნ, აუარებდით ნა­ცულად აღე­ქჳნ, აღუარებდით და სხ.

ბოლოდ სახელთა ხმარებული შეს­ცუ­ლის მათ:

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე — მე­ფა, ჭაბუკი — ჭაბუკა, იგი — იგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაც­ხე­ბი­თად, უფრორე სათჳითოთა სა­ხელ­თა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარ­და­ლი, Ⴑოლომონ მდი­ვან­ბე­გი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მე­ფე, Ⴋა­რიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხო­ლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑო­ლო­მო­ნა ხაბაზი, Ⴇამარა და­ლა­ლი, Ⴋარ­იამა მექათმე და სხ. Ⴀრი­ან კნი­ნობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რა­ო­დენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რა­თა ასოჲთა გა­ნირ­ჩე­ო­დენ ნიადაგ მდედრობითნი სა­ხელ­ნი.

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე — მე­ფა, ჭაბუკი — ჭაბუკა, იგი — იგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაც­ხე­ბი­თად, უფრორე სათჳითოთა სა­ხელ­თა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარ­და­ლი, Ⴑოლომონ მდი­ვან­ბე­გი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მე­ფე, Ⴋა­რიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხო­ლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑო­ლო­მო­ნა ხაბაზი, Ⴇამარა და­ლა­ლი, Ⴋარ­იამა მექათმე და სხ. Ⴀრი­ან კნი­ნობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რა­ო­დენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რა­თა ასოჲთა გა­ნირ­ჩე­ო­დენ ნიადაგ მდედრობითნი სა­ხელ­ნი.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა ში­ნა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედ­ა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღ­ლნიორა, ორცხობილა, ხა­რის­თუალა და სხ.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა ში­ნა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედ­ა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღ­ლნიორა, ორცხობილა, ხა­რის­თუალა და სხ.

Ⴀ? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? Ⴂიყუარმეა? Ⴅსჭამოა? Ⴅსუაა? და სხ.

შემოკლებული ზმნისაგან არს, სა­ხელ­თა და ზმნათა ბოლოს ხმა­რე­ბუ­ლი, უფრორე მდაბიურსა ში­ნა სა­უ­ბარსა, ვითარ სახლია, ქა­ლა­ქია ნა­ცულად სახლი არს, ქა­ლა­ქი არს; ანუ ცივია, თბილია ნა­ცუ­ლად ცივი არის, თბილი არის; კუ­ა­ლად ცივა, თბი­ლა ნაცულად სიც­ივე არის, სით­ბო არის; ეგ­რეთ­ვე: მოსულა, მომ­ზა­დებულა, გან­­რუ­ლებულა და სხ. ნა­ცულად მოს­რულ არს, მომზადებულ არს, გან­­რულებულ არს. Ⴀმის გამო ხმა­რე­ბულ არს ლექსი აობა ნა­ცუ­ლად არ­სება.

Ⴀბაზანა — სააბა­ნოვე დიდი ტას­ტი.

Ⴀბაზი — ოთხი შა­ური, ან 40 ფუ­ლი.

Ⴀბანაკება — აკა­რვება.

Ⴀბანო — სახლი დასაბანელი.

Ⴀბანოზი — ეკალ­მუხა.

Ⴀბბა — სირიუ­ლად მამა.

Ⴀბბატი —

Ⴀბბატობა —

Ⴀბგა — მახალიკი, პატარა ხურჯინი, უფრორე აბრეშუ­მისგან ნაქსოვი, უნაგირის წინა კეხზედ გარდასა­კიდი (ნახე Ⴅაშკარანი).

Ⴀბდარი — წყა­ლ­თა მნე, ზედა­მ­დე­გი მერ­წყულთა და მრეცხელთა უწ­მინ­დურ­თა ად­გილთათა.

Ⴀბებრება — კანის აბუ­რ­ცება, აშუ­პე­ბა დაწ­ვისაგან.

Ⴀბედი — გა­მო­ხა­რ­შული ხის სო­კო, მსწრაფლ მო­მ­ღები ცეცხ­ლი­სა.

Ⴀბეზარი — მოუსვენარი, დაუდეგარი, შფო­თი, თავისშემაწყენელი.

Ⴀბეზარს მოსვლა —

Ⴀბეკამაქი — ბალახების გამონახადი არა­ყი (კარაბადინში).

Ⴀბეჩხარი — ნავენახობი, გაოხ­რებუ­ლი ვე­ნახი.

Ⴀბეწულა — კარაბადინში.

Ⴀბზინდა — ნახე Ⴀფსინთი.

Ⴀბზინდა — თასმათა, ანუ ქსო­ვილ­თა რათ­მე შესაკრავი რკინის ბალ­თა, ეგ­რეთვე ფოლადისა, ვეც­ხლი­სა და სხ. საჩხულეტით ენი­თურთ.

Ⴀბი — ქაშთაჯი.

Ⴀბლაბუდა — ბუ­დე, გინა ქსელი დედა­ზარ­დლისა.

Ⴀბრა — ცოთი, გი­ნა საჭარბავი.

Ⴀბრაგანი — არე­კნება, ჩოგ­ნი­სა­გან ბურ­თის შეღ­მა აკუ­რა.

Ⴀბრაკი — წურწუმა ალთაფა (ნახე Ⴑარ­წ­ყულთან).

Ⴀბრამადი — ნაზირი (ნახე Ⴌა­ზი­რ­თან).

Ⴀბრამიანი — ღვინის ბოღლიწო, თა­ფ­ლი­თა ანუ შაქრით ზა­ვე­ბუ­ლი, ამას გა­აკეთებენ ახალ­წე­ლი­წადს და შე­ი­ნახ­ვენ ვიდრე წი­ნად­ღე­დმდე ნათ­ლის ღებისა და მაშინ მი­იღებენ.

Ⴀბრეშუმა — ჭინჭარს შეეხ­ვე­ვა ეს ბალახი.

Ⴀბრეშუმი — ჭიჭნაური.

Ⴀბურცება — აბებრება.

Ⴀბუტარაკი, აპუსტრაკი — შხა­მა ბა­ლა­ხი.

Ⴀბუჩი, აბუჩალაკი — და­უპა­ტი­ჟე­ბე­ლი და ძალადშევარდნილი სტუ­მარი, არა­ფრად მიჩნეული.

Ⴀბჯარი — ზოგადი სა­ხელი საჭუ­რ­ვე­ლ­თა და უფ­რო­რე ტანზედ სა­ც­მე­ლთა ჯა­ჭუ­თა და მისათა­ნა­თა ომ­სა ში­ნა სა­ხმა­რთა. Ⴑახენი ამი­ს­ნი იხი­ლენ ლექ­სთა თანა Ⴆუჩი და Ⴟავ­შანი.

Ⴀბჯროსანი — აბჯრით მოსილი, ჩაჩ­ნა­გირი.

Ⴀგარა — საზაფხულო სადგური.

Ⴀგარაკი — დაბა, ანუ სახნავი, გინა სა­ვე­ნახე ადგილი.

Ⴀგდება — (ავაგდებ) შეღმა შეს­რო­ლა // (ავიგდებ) განკიცხუა, გა­ქირ­დ­ვა.

Ⴀგება — (ავაგებ) აღგება, აშენება // აცმა, გა­ტა­რე­ბა ძაფისა ნემსის კურწში და მის­თა­ნა­ნი.

Ⴀგებულება — ცხოველთ შინაგანი შე­ნო­ბა, ანუ სტომაქი.

Ⴀგენნიტოს — აუგებელი, ანუ აუ­შო­ბე­ლი.

Ⴀგერ — აი, აჰა, ანუ აწის შემდეგი (ნახე Ⴄსერა).

Ⴀგვისტალი — ნახე Ⴀღვისტალი.

Ⴀგვისტო — ქველთობისა, ანუ მა­რია­ლი­სა (ნახე Ⴆოდიაქო).

Ⴀგორება — (ავაგორებ, ავგორდები) აღ­მართ­ში ატანა გორებით, ანუ ას­ლვა გორ­ვით.

Ⴀგრე — ეგრეთ.

Ⴀგრემც — მაინც, ანუ ნეტამც.

Ⴀგური — გამომწვარი ალიზი.

Ⴀდამანტი — ნახე Ⴀდამასი.

Ⴀდამანტისა —

Ⴀდამასი, ადამანტი — ალმასი.

Ⴀდამიანი — ადამის ტომი, ე.ი. კაცი.

Ⴀდგილი — სივრცე დასატევნელი, ანუ შე­ც­ვლილი რისგანმე, გინა [და­ჩ­ნე­უ­ლი], დაჩნეული — ად­გიდ, ადგილად, ად­გილს.

[Ⴀდგომა — (ავსდგები) სტოლიდამ ად­გეს, დარჩეს სტოლზე]

Ⴀდვილი — არა ძნელი, ან მარჯვე.

Ⴀდიდა — რკინის ფიცარი და­ხუ­რე­ტი­ლი გასაწევად მავთულთა.

Ⴀდლი — საზომი ხუთის ან ოთხის მტკა­ვ­ლის ოდენი.

[Ⴀდონაი] {ებრაულად უფალი}

Ⴀდრე — დანიად, მსწრაფლ, ანუ უწი­ნა­რეს ჟამისა.

Ⴀდრეული — ადრე შემოსული.

Ⴀდრინდელი — დიდის ხნისა.

Ⴀდუღება — (ავადუღებ) მდუღარედ შექ­მნა.

Ⴀედონი — იადონი, ბულბული, ვარ­დის ჩიტი.

Ⴀეშაგი — მსტოვარი.

Ⴀვადობა — უძლებობა, სნეულობა.

Ⴀვაზა — მომცრო ვეფხი (Ⴃა­რე­ჯა­ნი­ა­ნ­ში).

Ⴀვაზაკი — აშკარად მტაცებელი, მე­კობ­რე და მარბიელი.

Ⴀვაზანი — აუზი, ისარნები.

Ⴀვაჯა — ხმამომაღლოდ და გაუგ­რძე­ლე­ბლად გალობა, ღიღინი.

Ⴀვბედი — ავის ბედისა.

Ⴀვგარდანი — ლაპოტი, დიდი ჩამჩა.

Ⴀვგული — მრისხანე, ჯავრიანი.

Ⴀვდარი — ცუდი დარი, წვიმიანი ტა­რო­სი.

Ⴀვენა — ბოროტის მოუბარი.

Ⴀვეჯი, ავეჯულობა — სახლის ჭურ­ჭე­ლი და რაგინდარა სახმარი.

Ⴀვ-ზნე — ცუდის ზნისა.

Ⴀვთრათი — ბარათი (ნახე Ⴜე­რილ­თან).

Ⴀვი — არა კეთილი, ცუდი, უბადო.

Ⴀვილი — ნესტვი, სალამური.

Ⴀვი — მავნე მდაბიონი უხმობენ მინ­დუ­რის ალს.

Ⴀვკაცობა — ცუდი საქმე.

Ⴀვლი — ფერფლი, ნაცავი, ანუ ნაგავი.

Ⴀვლინი — სანაგვე.

Ⴀვმუცელი — მსუნაგი, გაუმაძღარი; ავ­მუცლობა, გაუმაძღრობა.

Ⴀვობა — სიცუდე.

Ⴀვპირი — ავენა.

Ⴀვჟანდა — უნაგირის უზან­გო // პა­იჭ­თა და შალგართა ფეხთა ქვეშე გა­მო­საკ­რავი ზორტი.

Ⴀვრიტი — ხის ხრალთაგან შეგ­რე­ხი­ლი თო­კი (ნახე Ⴑაბელთან).

Ⴀვსება — ნახე Ⴀღვსება.

Ⴀვშანი — მცენარებს გაჯიანთა და მლა­შეთა ადგილთა ზედა.

Ⴀვშარა — სილა, ქორაკი, ულაგმო აღ­ვი­რი.

Ⴀვშარაჯი — ხილთა, ანუ მხალთა წვე­ნი, შაქრით შემზადებული, სას­მე­ლად.

Ⴀვხანა — სანეშტე, ფეხის ადგილი.

Ⴀზავერი — ხარი საკიდარი (Ⴆრო­ხას­თან ნახე).

Ⴀზარმაცი — დიდი კეტი ასაწევი სიმ­ძი­მეთა (Ⴟოხთან ნახე).

Ⴀზარფეშა — ნოღართო, გრძელ­ტა­რი­ა­ნი სასმისი ვეცხლისა.

Ⴀზატი — თავისუფალი.

Ⴀზევა — (ავზევ) აწევა, მაღლა აზიდ­ვა.

Ⴀზიდვა — (ავზიდავ) იგივე აზევა // Ⴋაღლა ატანა მრა­ვალთა.

Ⴀზმნობა — ზმნობა უნდა (Ⴈქ ნახე).

Ⴀზნი — დიდგვარი, წარჩინებული.

Ⴀზნაური — თა­ვი­სუფალი // წარ­ჩი­ნე­ბული, უხუ­ცე­სი ანუ დიდე­ბუ­ლი // ხო­ლო აწ ჰნიშ­ნავს კე­თილ­შო­ბილ­სა.

Ⴀზნაურება — თა­ვი­სუფლება, არა­ვისი მო­ნება.

Ⴀზრი — იხილე ჰა­ზ­რი.

Ⴀზღუდი — ტანთსაცმელთა თეძოს თავს ქვემოთ ირიბად ჩაგდებული ნა­ჭერი.

Ⴀთაბაგი — არაბულად მამამთავარი, უმაღ­ლესი მთავარი შემდგომად მე­ფი­სა. Ⴒიტლო ესე მიეცა Ⴀხალ­ცი­ხის მთავარსა Ⴑერგის Ⴟაყელსა VI Ⴂი­ორგი მეფისაგან გარემო 1330 წლისა (იხილე Ⴕართლის ცხ [ოვ­რე­ბა]).

Ⴀთასი — ათჯერ ასი.

Ⴀთასისთავი — უხუცესი ათასთა.

Ⴀთეული — ნა­ა­თალი, მეათედი ნა­წი­ლი // ათიანი.

Ⴀთვალწუნება — (ავითვალწუნებ) შე­ძუ­ლება, მოძაგება.

Ⴀთისთავი — ათთა ზედა უხუცესი // ათე­ული, მეათედი ნა­წილი.

Ⴀთლა — (ავსთლი), აჭრა, თხლად ასერ­ვა.

Ⴀთრთოლება — (ათრთოლებს) აკან­კა­ლებს, (ათრთოლდების).

Ⴀთქჳრება — ხორცის გატენა სიმ­სუქ­ნით ან დაზღმურდლვა // ხილთა მცი­რედ სამწიფედ მოსლვა.

Ⴀთქულეფა — ასულეფა, ძაღლთაგან ენით ამოჭმა წუნიანისა.

Ⴀთცხრამეტური — მთოვარის მოქ­ცე­ვა (ნახე Ⴆედნადებთან).

Ⴀთძალი — ათსიმიანი საკრავი.

Ⴀი! — აჰა, შორისდებული ჩვენებითი.

Ⴀიაზმა — ნაკურთხი წყალი სას­ხუ­რებ­ლად.

Ⴀივანი — დერეფანი ან ეზო.

Ⴀკავლება —

Ⴀკათისტო — დაუჯდომელი.

Ⴀკაკი — ბრინჯის ხე.

Ⴀკანათი — სირთ მახე (იხილე Ⴋა­ხეს­თან).

Ⴀკანკალება — კუალად ათრთოლება.

Ⴀკაპი — აკაფი (ნახე Ⴀლიკაპი)

Ⴀკარა, აკრა — ზღვის პირი კლდოვა­ნი, ქე­დი ზღვიდან წარზიდული.

Ⴀკარვება, აღკარვება — (აღვი­კარ­ვებ) გარ­დანაცუალება ადგილისა კარ­ვე­ბი­თურთ.

Ⴀკაური — ასიდა, ჟრუნი.

Ⴀკელდამა — ებრაულად აგარაკი ანუ და­ბა სისხლისა; ამისგან წოდებულ არს აკლ­და­მა მიწაში შეკრული კა­მა­რა მკუ­და­რ­თა გუამთ დასადებად და მისვე ებ­რაული ლექსისგან დამა მი­ღებულ არს ქართულად ლექსი და­ბა, რო­მე­ლია სოფელი ან შენობა, ვი­თარ Ⴀხალ­დაბა, Ⴃაბნები, Ⴓდ­აბ­ნო, Ⴓდა­ბუ­რი და სხ.

Ⴀკვანი — ჩჩვილთ სარეცელი სარ­წე­ბე­ლი.

Ⴀკვეთა — (ავჰკვეთ, ავკვეთ) აღსპობა, დაცხრობა.

Ⴀკვეცა — აღკვეცა (ავჰკვეც) აკრეჭა თმი­სა ახალ ნათელღებულისა, ანუ სამ­ღუდელოთა თავისაგან კურ­თ­ხე­ვის დროს.

Ⴀკვიატება — (ავიკვიატებ) ცუდი საქ­მის გამოკიდება, ან დაჟინება. // (ავე­კვიატები) გარდაკიდება.

Ⴀკიდება — (ავჰკიდებ, ავიკიდებ) დატ­ჳრ­თვა საპალნითა.

Ⴀკიდო — ჯაგანი, ხილნი ერთად შებმულნი წნე­ლითა.

Ⴀკინძვა — (ავჰ­კინ­ძავ) ქაღალდთ მი­კერება ერთ­მა­ნე­რ­თზედ.

Ⴀკინჭილება — აკვიატება.

Ⴀკლდამა — ნახე აკელდამა და საფ­ლა­ვი.

Ⴀკლება — (ავიკლებ) დარბევა, წარ­ტა­ცე­ბა ქონების.

Ⴀკოლოთია საგალობელი, წესი, ანუ შე­დეგი საეკლესიოს ლოცჳსა.

Ⴀკრა — აკარა (Ⴉონცხი ნახე).

Ⴀკროსტიხი — (Ⴉიდურწერილობა ნა­ხე).

Ⴀკუთა — მცირე თორნე, ანუ ქურა­სა­ვით ქუაბის სადგამი.

Ⴀკუმი — არც მამალი, არც დედალი, გი­ნა ქალაბიჭა.

Ⴀლაბასტრი — ქუა მარმარილოს უმ­ჯო­ბესი, რომელიც გაითლების ჭურ­ჭ­ლად.

Ⴀლაბულა — ჩალაბულა, ნოტიოთ სიმ­ღუ­რივე, ჩალითა და ბეწვით ნარევი.

Ⴀლაგი — გზა, ანუ კუალი, უალაგო ალა­გას.

Ⴀლალო — ჰარალალო, მსოფლიოთ სიმ­ღერის ჩასართავი, რომელიც გარ­დაუქმნიათ საეკლესიოს გა­ლო­ბი­საგან ალლილუია, ვითა რუ­სუ­ლი აჲ ლჲული, ლჲული, ამისივე ნაკ­ვე­თი არს ოროველი, ჰოროველო.

Ⴀლალი — ოლოლი.

Ⴀლამი — მო­მცრო დრო­შა, სპარსუ­ლად ალამ // ანუ ნიშანი რამე შუბ­თა ზე­და და მის­თა­ნა­თა, ან ნა­ჭე­რი რი­სა­მე ნიშ­ნად.

Ⴀლამდარი — მედროშე, ალანდარი.

Ⴀლანძვა — (ავლანზავ) ნაკვერც­ხალ­ზედ შეგდება გამოსაცხობის პურისა ან მწვადისა საჩქაროდ, რომ გარედამ და­იწვას და შიგნიდამ უმი დარჩეს.

Ⴀლაო — ფქვილი დაწვიმული, რო­მე­ლიც კარგად არ მოიზილება, არც გაღ­ვივდება.

Ⴀლარვა — (ავლარავ) აქოქლვა, ერთ­მა­ნერთზედ მიკერება ნაჭერთა გა­მოჭ­რი­ლის ტანისამოსითა, რო­მელ­საც შემ­დგომად დაედება სარ­ჩუ­ლი და და­ლი­ანდაგდება.

Ⴀლატა — ალა, საფქვილე ალა {წის­ქვი­­ლის საფქვილე კასრი.

Ⴀლაფი — ნაშოვარი საქონელი ჟამსა ბრძო­ლისასა.

Ⴀლაფობა — (ვალაფობ) აკლება, და­ტა­­ცება, აფორიაქება.

Ⴀლაფი — მეფქვილე, ფქვილის მო­ფარ­დული.

Ⴀლაწოდა — უშვერად მაღალი.

Ⴀლდატი — ალქატი, ანუ.

Ⴀლერდი — (ბალ.) იონჯა, ნედლი ბალახი.

Ⴀლერსი — საამო სიტყვა, საამოვნო ლა­პარაკი (ვუალერსებ, ვეა­ლერ­სები) სიამოვნით შემთხვევა, შეტ­კ­ბობა.

Ⴀლვა, ალვახაზი — პუნგია, მო­დუ­ღე­ბუ­ლი და დაზელილი თაფლი საჭ­მე­ლად.

Ⴀლვისხე — სარო, კჳპაროზი.

Ⴀლთაფა — აბრაკი, წურწუმა.

Ⴀლი — ცეცხლის ნივთი ზეაღმავალი და მანათობელი.

Ⴀლი — მინდორთა და ტყეთა შინა ავი, მავ­­ნე, ქაჯი, (მდაბიონი ესრეთ ჰგო­ნე­ბენ და იმერნი უხმობენ ჭიმკად).

Ⴀლიზი — გამოუწვავი აგური.

Ⴀლიკაპი — დანდალი, ხის აღვირი.

Ⴀლიონი — დილის სინათლის გა­მო­ჩე­ნა უწინარეს მზის ამოსლჳსა (Ⴃი­ლას­თან ნახე).

Ⴀლიოქოთი — არეულება, ამბოხება.

Ⴀლისარჩული — სუნნელი ბალახის ყუ­ა­­ვილი, ზაფრანის მსგავსი, ძოწეულის სა­ღებავი.

Ⴀლისფერი — წითელის ცეცხლის ალის­ფრად.

Ⴀლკაპი — ფარდა საკრავთა {საკ­რა­ვის ფერ­და — Ⴑაბას ლექსიკონი}.

Ⴀლმაგი, იალმაგი — საომარი სა­მო­სე­ლი, ჯაჭუთა გარეგან საცმელი.

Ⴀლმასი — თუალი პატიოსანი (Ⴀდა­მა­სი ნახე).

Ⴀლმაცერი — შეღმად ირიბი, ვითა გაშ­ლილის თითების ცერი შეღმა დადგება.

Ⴀლმედად — მხარიღლივ.

Ⴀლმური — ცეცხლის ალი კუამ­ლი­თურთ შავწითლად აღმავალი.

Ⴀლნება — ნახე Ⴘეალნება

Ⴀლო — ნახნავი მიწა მიზდად გუთ­ნის­დე­დი­სა, მეხრეთა, შებმულთა ხართა და სხ.

Ⴀლოვნება — ალოს მოხნვის დრო.

Ⴀლო — საბრი, ნაწვეთი სუნნელთა ბა­ლახ­თა.

Ⴀლუბალი — ბა­ლღოჯი.

Ⴀლქატი — მსუბუ­ქი, მჩატე, დამშ­ხა­ლული.

Ⴀლღო — ნადი­რ­თაგან გრძნობა მო­ნა­დი­­რეთ მი­პარვისა // კაცთაგან მიხ­დო­მა მო­მავ­ლის განსაცდელისა.

Ⴀლყა — აბრეშუმის ძალი, ანუ მე­ტალ­ლთ სიმი საკრავთათჳს // გარშემო დად­გომილი ლაშქარი.

Ⴀლჩუ — ვეგის ზევითი გვერდი რაო­დენ­ვე ჩაღრმავებული, რომლისაც მე­ო­რეს გვერდს ჰქვიან თოხანი.

Ⴀმაგი — ზრუნვა, გულს მოდგინება, ვი­თარ­ცა ამაგი და ჭირნახული.

Ⴀმალი — ანაზდად შიმშილით მიბნედა.

Ⴀმალი — ზურგით ტჳრთის მზიდავი მუშა.

Ⴀმანათი — ბერძულად საწინდარი // რუსულად მზევალი // ქართულად ანაბარი, ე.ი. ნივთი მიბარებული ან გაგზავნილი ვისთანმე.

Ⴀმაო — ცუდი, უქმი, ბედითი.

Ⴀმაოდ — ცუდად.

Ⴀმაოდ — მორწმუნე ცუდმორწმუნე, გარ­­დამეტებით მჩემებელი ღვთის მსა­ხუ­რებისა, ანუ რეგუნულად დამ­ჯე­რებელი სიცრუვისა.

Ⴀმაოება — დაუდგრომელობა, უხა­ნო­ბა სა­წუთროსი.

Ⴀმაოხრებელი — {ნახე Ⴀღოხრება}.

Ⴀმარად — მისს ნებაზედ, ანუ მისის იმე­­დით, ვითარ დაშთომილი ღვთის ამა­­რად, შენს ამარად.

Ⴀმართვა — (ავმართავ) აღმართება, მაღ­ლა აწევა და დადგენა საჩინოდ.

Ⴀმარტა — ეშმის ქუა.

Ⴀმაღლება — (აღვამაღლებ, ავმაღ­ლდე­ბი) მაღლა აწევა, ანუ ასლვა // დღე­­სასწაული შემდგომად პასექისა მე­ო­რმოცესა დღესა მო­სა­ხ­სე­ნე­ბე­ლად ხორცითა ზეცად Ⴕრისტესისა.

Ⴀმბა — ნახე Ⴀბბა.

Ⴀმბავი — იხილე ჰამბავი; ამბარი, ამბ­რა სუნნელი, იხილე Ⴠამბარი.

Ⴀმბარი — საფქვილე ზანდუკი, ანუ სახ­ლი, ბეღელი პურის შესანახავი.

Ⴀმბარდარი, ამბარდანი — მუჯირი, მნე სა­ამბარდნოსი.

Ⴀმბარჩა — ფარღული, მანიაკი.

Ⴀმბიონი, ამბონი — მაღალი ადგილი სა­კურთხევლის წინ გინა სამ­ქა­და­გე­ბე­ლო და საფსალმუნე (Ⴀღსავალთან ნა­ხე).

Ⴀმბორი — სულიერი მოკითხუა და შემ­თ­ხვევა.

Ⴀმბორება — (ვუამბორებ, ვეამბორები, ამ­ბორს ვუყოფ) მიახლებით შემ­თ­ხვე­ვა.

Ⴀმბოხი — დაუწმენდელი მაჭარი (ნახე Ⴖვი­ნოსთან) // შფოთი, არეულობა, ამ­ბო­ხება.

Ⴀმება, დაამება — (ვაამებ, დავაამებ) სი­ამოვნების მიცემა // (მიამების) მხი­არულების მიღება // სატკივრის და­ამება, მოკლება.

Ⴀმეთჳსტო — თუალი პატიოსანი მი­ისფრო (ნახე Ⴑპეკალი).

Ⴀმიანტოს — კლდის ქუა ესოდენ ლბი­ლი, რომელ დაისთვის ბაბმბასავით, ხო­ლო ნასთი ანუ ნაქსოვი მისი არ და­იწვის ცეცხლთა შინა.

Ⴀმიანური — ბადიანი ქისა, ჯუზდანი.

Ⴀმიერ — აქეთგან, ანუ გამოღმა.

Ⴀმიერ და იმიერ — აქეთ და იქით, ანუ გაღ­­მა-გამოღმა.

Ⴀმიერითგან — ამ ჟამიდამ.

Ⴀმინ — ჭეშმარიტად, ნამდვილად.

Ⴀმინდი — კეთილშეზავებული ტაროსი მო­სავალთათჳს, ანუ მოგზაურთა.

Ⴀმირ, ამირა, ამირი — არაბულად უმ­თავ­რესი, ანუ უხუცესი, {ამირ-ალ-ბაჰრ — ზღვათ უხუცესი}, იხმარე­ბის უფ­­რორე რთულად სხუათა ლექ­ს­თა თა­ნა შემდგომთა.

Ⴀმირახორი, ამილახვარი — ვზინ­დართ უხუ­ცესი, მეჯინებეთ უხუცესი.

Ⴀმირბარი — სახლთ უხუცესი.

Ⴀმირეჯიბი — ეჯიბთუხუცესი.

Ⴀმირმუმლი — ხალიფა, Ⴁაღდადის ხემ­­წიფე ძველთა მაჰმედიანთა.

Ⴀმირსპასალარი — უმთავრესი მხე­დარ­თ­მძღუანი.

Ⴀმისთანა, მაგისთანა, იმისთანა — ით­ქმის სამთა პირთადმი, ხოლო ზოგად მი­სთანა (ნახე ლექსი ესე).

Ⴀმისთჳს, ამისგამო — კავშირი მი­ზე­ზო­ბითი.

Ⴀმლაკი — ჭრელი ცხენი.

Ⴀმო — საამოვნო, სასიამოვნო, გან­სას­ვე­ნებელი.

Ⴀმოდ — ნელად, სიამოვნით.

Ⴀმობრძანება — (ამობრძანდა) ასლვა მა­ღალთა გუამთა.

Ⴀმოგდება — (ამოვაგდებ) მაღლა ას­რო­ლა // ამოფხურა, აღსპობა.

Ⴀმოგება — (ამოვიგებ) იმერულად გა­მორთ­მევა წაღებულისა, ან პოვნა და­კარგულისა.

Ⴀმოგლეჯა — (ამოვჰგლეჯ) ამოძრობა ან ამოხევა.

Ⴀმოდგმა — (ამოვსდგამ) ქვეიდამ მაღ­ლა დადგმა // ენის ამოდგმა (ამო­ვიდ­გამ) ითქმის ჩჳლთათჳს, ოდეს იწყ­ებენ ლაპარაკსა.

Ⴀმოვარდნა — (ამოვარდება) ესე არს ვნე­ბითი ზმნისა ამოგდება.

Ⴀმოვსება — (ამოვავსებ) ცარიელის ავ­­სება პირამდინ // (აღმოვივსებ) წყლის ამოღება.

Ⴀმოზევა — {ნახე Ⴀზევა}.

Ⴀმოზიდვა — (ამოვზიდავ) ამოწევა, ამოყ­ვანა, ანუ ამოტანა მრავალთა.

Ⴀმოთლა — (ამოვსთლი) ღრმად ამოჭ­რა რბილისა რისმე.

Ⴀმოთხრა — (ამოვსთხრი) ამოჭრა მი­წა­ში ღრმად ორმოთა და მისთანათა // ამოჭურეთა ხისა რკინის იარაღით // გქანდაკება ხეთა და ქუათა ზედა ბეჭ­დისა, სახისა რისმე და სხ.

Ⴀმოკვეთა — (ამოჰვკვეთ) ამოთხრა, ამოჭ­რა // გაუქმება ცუდისა რისმე წე­სისა.

Ⴀმოკიჟუა — (ამოვიკიჟავ) ცალი თუა­ლის მცირედ მოხუჭვა.

Ⴀმორეხვა — მეტად გაძღომა.

Ⴀმოსავარდნელი — ღირსი ამოფ­ხუ­რი­სა, დაკარგვისა.

Ⴀმოსკუნა — (გულს ამოვისკუნი) სლუ­კსლუ­კით ტირილი, ამოხვინჩვა გუ­ლი­სა.

Ⴀმოსლვა — (ამოვალ) მაღლად ასლ­ვა.

Ⴀმოსრუტვა — (ამოვსრუტავ) ამო­წოვ­ნა ნოტიოსი ბაგით, მასრით, ტუმ­ბო­თი და სხ.

Ⴀმოტუზვა — (ამოვიტუზები) მოფარე­ბა, მალვით დგომა.

Ⴀმოფხურა — ნახე აღმოფხურა.

Ⴀმოქოლვა — (ამოვქოლავ) ქვით ამო­შე­­ნება.

Ⴀმოღება — (ამოვიღებ) აღმოხმა, შთა­დე­­ბულის ამოზიდვა.

Ⴀმოშენება — {ნახე აშენება}

Ⴀმოცოხნა — იხილე აღმოცოხნა.

Ⴀმოძრობა — (ამოვაძრობ) ამოწევით ამო­ღება, ამოგლეჯა.

Ⴀმოწევა — {ნახე Ⴀწევა}

Ⴀმოჭრა — (ამოვსჭრი) ამოკვეთა, ამოთ­ლა.

Ⴀმოჭურეთა — (ამოვსჭურეთ) ამოჭრა ხე­თა საჭურეთლითა.

Ⴀმოხუნეშა — (ამოვიხუნეშ) ამო­კუნე­სა, ამოიხრვა დიდის სულის კვეთით.

Ⴀმპარტავანება — ზუაობა, თჳსება ამ­პარ­ტავანისა, (ვამპარტავნობ).

Ⴀმპარტავანი — დიდების მნდომი, სწავ­ლის მოთაკილე და უმსგავსოდ გულ­მაღალი.

[Ⴀმპიწი — ლათ. ambitiosus {ambitio — კან­დიდატების გარშემო ტრიალი, ანუ წრეში სიარული თავის მო­წო­ნე­ბის მიზნით}].

Ⴀმრეზი, ამრეზილი — მო­ქურუხებული, გაბუტვილი.

Ⴀმრეცი — მცირედ აღმართი, ვითა დამ­­რეცი მცირედ დაღმართი.

Ⴀმტუტება — (ავამტუტებ) არევა მიშ­ლა-მოშლა, აფორიაქება.

Ⴀმფსონი — პურის მტე, ანუ ამქარი (Ⴔსო­ნი ნახე).

Ⴀმქარი — ერთის ხელობის ოსტატი.

Ⴀმქმელი — ბებია, მეანი, დედათ მოუ­რა­ვი.

Ⴀმღურევა — (ავამღურევ) ნოტიოთ არე­­ვა

Ⴀმყოლი — თან ადევნებული, მიმდევი // კარის წირთხები, ჩარჩოები.

Ⴀმხანაგი — მოძმე, მოყუასი, ანუ მო­ნა­წი­ლე.

Ⴀმხედრება — (ავმხედრდები) ცხენს შეჯ­დომა ლაშქართა,.

Ⴀნაბარი — ამანათი მიბარებული ნივთი.

Ⴀნაგები — აგებულება, შენაწევრე­ბუ­ლე­­ბა // ვითარება კეთილი, ანუ უდა­რე­­სი ძნიად შეძრვადი // აშენებული.

Ⴀნაგული — გაჩეჩისაგან დანარჩენი რი­ო­ში მატყლისა, ანაჩეჩი.

Ⴀნაზდი, ანაზდეული — უეცარი, მო­უ­ლო­დებელი.

Ⴀნალოღია — საწიგნე, მარალი სკამი წიგნთ­ დასადები წასაკითხად.

Ⴀნამტკიცი — გამტკიცულის ფქვილის ანა­ცერი ქატო.

Ⴀნაფორა — სამ­ღუდე­ლო­თა ზეიდამ საც­მე­ლი სახ­ლებ­განიერი პა­ლე­კარ­ტი, ხო­ლო ჰნიშნავს მო­ხსე­ნე­ბა­სა, თხო­ვასა // ანუ არს რი­ტორული ნაკვ­ეთი, რო­მე­ლ­თა გა­ნ­მეორება, ოდეს ერ­თი და იგივე ლექსი და­ი­დე­ბის თავად რა­ო­დე­ნთა­მე შინა წევრთა პე­რიო­დი­სა­თა, მა­გა­ლი­თად, სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ლ­გ­რ­ძელ არს, სიყვარულსა არა შურნ, სიყ­ვა­რული არა გან­ლაღ­ნის და სხ. Ⴂი­ნათუ რა­ო­დენჯერ გან­მე­ო­რების და ესე ვი­თარ­ნი.

Ⴀნბანი —

Ⴀნგაარება — უსამართლოდ შეკრება, მოხ­ვეჭა.

Ⴀნგაარი, ანგარი — უსამართლოდ შემ­ძი­ნებელი.

Ⴀნგარიში — რიცხჳ, სათუალავი.

Ⴀნგელოსი — ქადაგი, მომთხრობელი // არსება გონიერი, უსხეულო, და­სა­ბა­მიერი, წინაშე ღმრთისა მდგო­მე­ლი (ნახე Ⴃასი).

Ⴀნგელოსებრივი, — ანგელოსური.

Ⴀნდაზა — მორფი, მაგალითი.

Ⴀნდამატი — ნახე ადამანტი.

Ⴀნდე — მცირედ ხედვა ბნელაში, ან­დე­ზედ.

Ⴀნდერძი — დავედრებული სიტყვა, ანუ წერილი მიცვალებულისა, გინა შო­რად წარმავალისა // აღთქმა, პი­რო­ბა.

Ⴀნდერძნამაგი — ანდერძის წერილი.

Ⴀნდრიანტი — აღალმა, ძეგლი, გა­მო­ქან­დაკებული სახე მეტალთაგან, ქუა­თა, ანუ ძელთა.

Ⴀნეული — გაზაფხულის ნახნავი.

Ⴀნთება — ნახე აღნთება // სნეულის დი­დი სიცხე.

Ⴀნთიმონი — სურმა, მოშავო ლითონის ქუა გოგირდიანი.

Ⴀნთრაკი — ნაკვერცხალი //თუალი პა­ტიოსანი ცეცხლისფერი (Ⴑპეკალი ნა­ხე) // მუწუკი ფრიად ტკივილიანი, ბედ­ნიერი.

Ⴀნთჳპატი — მოადგილე ჳპატისა (ნახე Ⴣპატოსი).

Ⴀნისული — ცერეცო, რომლისა თეს­ლი არს სუნნელი და სამკურნალო.

[Ⴀნკანაკი — ნახე ლახვარი]

Ⴀნკანაკობა — ლხინობა და სიმ­თუ­რა­ლე.

Ⴀნკარა — უშხამო გველი, გველ­ხოკერა.

Ⴀნკარა — ითქმის ზედშესრულად, ვი­თარ წყალი ანკარა, ე.ი. ფრიად სუფ­თა.

Ⴀნკესი — წილკავი რკინი­სა, წურილი ნემს­კავი.

Ⴀნტაკრად — პირისპირ წი­ნამებრძოლად.

Ⴀნტიფონი — Ⴀღსავალი ნახე.

Ⴀნტლია — წყლის ამოსაღები ტოლჩა.

Ⴀნუ, ან თუ — გინა კავშირი გან­წუა­ლე­ბი­თი.

Ⴀნჳქითი — ნახე ონჳქითი.

Ⴀნჩხლი — აპასი, გლისპი, გულპილწი.

Ⴀნცი — ცელქი ყრმა.

Ⴀნძა — ნაქუსი, ძალა, ძელი ამართუ­ლი.

Ⴀნწლი — .

Ⴀნჯამა — კართ მისაკრავი რკინის კი­ლო.

Ⴀნჯმნი — სააჯმნო, აშკარა, საქვეყნო.

Ⴀობა — მყოფობა არსებისა და შემთ­ხ­ვე­ვისა (Ⴀ-სთან ნახე).

Ⴀოშვა — (ავოშავ) ნახნავთა მეორედ გარ­დახნვა.

Ⴀოხრება — ნახე აღოხრება.

[Ⴀპაგანგი — ნახე Ⴂრივი]

Ⴀპანი და აპანისი — იანვარი (ნახე Ⴆოდიაქო)

Ⴀპაური — სამალდი, უღლის ტაბიკთ მო­საჭირებელი თოკი, შებმული ხართ ქედსა ქვეშე.

Ⴀპოთიკი — საკუჭნაო, სახლი შე­სა­ნა­ხა­ვი სახლის სამზადისთა, ხოლო სა­კუთ­რად ეწოდების სამკურნალოთა წა­მალთა საცავსა.

Ⴀპოკალიპსი — გამოცხადება, წიგნი წმი­დისა იოანე მახარობელისა.

Ⴀპოხტი, ახტაპოტი — გამხმარი პო­ხი­ლი ხორცი ოთხპერხთა, მფრინ­ველ­თა, ანუ თევზთა: ლორი, ოფიტონი, შაშ­ხი და მისთანანი.

Ⴀპრიალება — (აპრიალდების) საჩქა­როდ აგზნება ხმელის შეშისა.

Ⴀპრილი — იგრიკა (ზოდიაქო ნახე).

Ⴀპუტარაკი — (ბალ.) ნახე აბუტარაკი.

Ⴀრ, არა — უკუთქმითი მარცუალი (ნა­ხე Ⴅერ) // ზოგჯერმე იხმარების ბრძა­ნებითადცა, ხოლო ნიადაგ ბრძა­ნების დამნიშვნელი არს ნუ.

Ⴀრაკი — ზღაპარი, იგავი.

Ⴀრამედ — მაგრამსავით, კავშირი გან­რემ­ზომობითი.

Ⴀრამი — ნახე Ⴀარამი.

Ⴀრამონი, არაონი, რამონი, რიმონი — მცი­რე საწინდარი.

Ⴀრარა, არარაჲმე არაფერი — შეუძ­ლე­ბელი არს, ვერარა და ბრძანებითი ნუ­რარა იხილენ თჳსთა ადგილთა.

Ⴀრაყი — რახი არაბულად ოფლი, რა­მე­თუ სასმელი არაყი არს ქუაბის ოფ­ლი, ხოლო ორნახადი არს აბე­კა­მა­ქი.

Ⴀრაწმინდა — საძაგელი, უწმინდური; სუ­ლი არაწმინდა (ნახე სული).

Ⴀრაწმინდება — განშორება სიწ­მინდი­სა და უმანკოებისაგან.

Ⴀრახჩინი — იარაღჩინი, თალფაქი.

Ⴀრგანი — ჯოხი საბრჯენელი (ნახე Ⴟოხ­თან).

Ⴀრდაბაგი — სარკმელი, ანუ გასავალი.

Ⴀრდაგი — მანდილი, წელზედ მო­საფე­ნი ფეშტამალი.

Ⴀრდადეგი — ჟამი ზაფხულისა, ოდეს მზე შევალს ლომის ზოდიაქსა შინა.

Ⴀრდი — შინაური ვარდკაჭაჭა.

Ⴀრდი, არდიფრუ — ანაზდი (ნახე Ⴏამი).

Ⴀრე — ოთხი კუთხე ხმელეთისა, ანუ ოთ­ხი დრო წელიწდისა. // სა­კუთ­რად გაზაფხული // სანახები, გა­რე­მო­ნი ადგილნი, ანუ თემი, მხარე.

Ⴀრეას — მარიხი (ნახე ცთომილნი).

Ⴀრევა (ავრევ, ავურევ) აღრევა, — ურ­თი­ერ­თარს შეზავება სხვადასხუათა ნივ­თთა // მოშლა, შეშლა.

Ⴀრეკნება (აირეკნებს, აირეკნა) — ას­ხ­ლე­ტა ან გარდაცემა,.

Ⴀრემარე — გარეშემო სანახები.

Ⴀრემარედ — აქა-იქ.

Ⴀრეულობა — აშლილობა, და­უდგრო­მე­ლად ცხოვრება, ან აფორიაქება.

Ⴀრვე — ფარა თხათა და ცხუართა (Ⴟო­გი ნახე).

Ⴀრთრონი — წევრი სიტყჳს ნაწილთა.

Ⴀრიოთი — გარეული ბალახ-ბულახი.

Ⴀრიფანა — ყრმათ საერთო პურობა (ნა­ხე Ⴑერი და Ⴔსონი).

Ⴀრიფი — პურის მტე, ანუ შე­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შინა ყმა.

Ⴀრმაღანი — შორით მორთმეული ძღვე­ნი.

Ⴀრმენაკი — წმიდა ტილო, ნარმა, სი­დო­ნი.

Ⴀრმური — ალმური, ღრუბელ-ნისლი ქა­რიანი და ელვიანი.

Ⴀრნადი, არნაბი — ტარიანი ფიცარი ბზი­სა და ხუავის სახვეტი კალოზედ.

Ⴀრნი — გარეული ცხვარი.

Ⴀრონა — პატარა გუთანი (ნახე Ⴄრ­ქუ­ან­თან).

Ⴀრსება — რომელიცა პირველ არ­სის­თჳს მიიცთომვის და რომელსა ში­ნა­ცა არს კმაჲ მიზეზი, თუ რაჲსათჳს სხვა­ცა არს მას შინა, ანუ შე­საძ­ლე­ბელ არს ყოფად // ნივთი მექონი ყო­ფი­სა, ანუ შინაგანი ძალი მისი.

Ⴀრსებითი — {არსებიანივე, არ­სებია­ნი­ვით — საბას ლექსიკონი}.

Ⴀრსი — რაჲცაღა შესაძლებელ არს, ე.ი. რომლისა ყოფა არა წინა­აღმ­დ­გომ არს, ანუ მყოფი არსებასა შინა.

Ⴀრსობისა — არსების პური, სახმარი ცხოვ­რებისათჳს, მდღევარი.

Бесплатный фрагмент закончился.
Купите книгу, чтобы продолжить чтение.
электронная
от 252
печатная A5
от 886